შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არკადი ვართაპეტოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს. 1952 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დერმატოლოგიურ განყოფილებას. იკვლევდა ნეიროგენულ-ალერგიული დერმატოზების პათოგენეზის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. დაამუშავა ქრონიკული დერმატოზების ბალნეო და თალასოთერაპიით კომპლექსური მკურნალობისა და სტაფილოდერმიის ღრმა ფორმების სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგით მკურნალობის წესები. შეისწავლა ნერვული სისტემის როლი ტროფიკული წყლულების განვითარებაში. დაადგინა ურთიერთდამოკიდებულება კანის პათოლოგიასა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას შორის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956). დერმატოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.175 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |