The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ გამცემლიძე

თამაზ გამცემლიძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1960 წლიდან მუშაობდა "საქენერგოს" სპეციალიზებულ სამშენებლო-სარემონტო ტრესტში (ამჟამად - სს "ენერგომმშენი"): მშენებელ ოსტატად; 1968-1972წწ. ნორმადარად; 1972-1982წწ. სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1982 წელს დაინიშნა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1986 წელს - სამმართველოს უფროსად; 1992 წელს ტრესტის მმართველად, მოგვიანებით - სააქციო საზოგადოების გენერალურ დირექტორად; ხელმძღვანელობდა "ზაჰესის", "ხრამჰესის" კასკადში შემავალი ჰიდროსადგურების, "საქენერგოს" სარემონტო-მექანიკური ქარხნის, ცენტრალური ელექტროქსელისა და თბილისის "თბოცენტრალის" ობიექტების სამშენებლო-სამონტაჟი და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ასევე, თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და სანაპირო ზოლში თბოტრასების, მაღალი ძაბვისა და კავშირგაბმულობის კაბელების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.120; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 63


გააზიარე: