Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო განუგრავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სახგაზპროექტის" თბილისის ფილიალში (1975 წლიდან - "თბილსახავტოგაზპროექტი") ინჟინრად, 1954-1972წწ. შუალედურ თანამდებობებზე; 1972-2002წწ. პროექტის მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა ტაშკენტ-კოკანდისა და ტაშკენტ-გოლოდნაია სტეპის (უზბეკეთის სსრ), ფრუნზე-ოშის (ყირგიზეთის სსრ), დუშანბე-ხოროგის (ტაჯიკეთის სსრ), კუშკა-გერატ-ყანდაგარისა და კუნდუზ-ფაიზაბადის ავტომაგისტრალების (ავღანეთი) საველე საკვლევ-საძიებო და საპროექტო=სამშენებლო სამუშაოებში, "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" ავტომაგისტრალისა და სოჭის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობაში; არის "ტაშკენტ-გოლოდნაია სტეპის" (უზბეკეთის სსრ) ჯიზაკის მონაკვეთის, "ფოთი-სუფსა-ნატანების" (ახალი ხიდის მდ. ჩოლოქზე) და "ზაჰესი-ნატახტარის" საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.121
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |