Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გარდაფხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თეკალი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1935 წელს. მუშაობდა სამთო-სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, საშენ მასალათა სამმართველოს უფროსად, ცეცხლგამძლე ნაწარმის ქარხანა "შროშის" დირექტორად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, ტრესტ "საქნავთობის" მმართველის მოადგილედ; 1941-1944წწ. იბრძოდა ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ფრონტებზე საბჭოთა არმიის მოქმედი ნაწილების შემადგენლობაში; ომის შემდეგ წლებში სათავეში ედგა ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირს", ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ესენტუკის სამშენებლო სამმართველოს; 1956-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ტრესტი დაჯილდოვდა "შრომის წითელი დროშის" ორდენით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.122 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |