შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან გარსევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1953წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენში" საგეგმო, საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებებში, საპროექტო ბიუროში - ინჟინრად, "ხრამჰესმშენის" ბაზის მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებლად, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1953-1956წწ. იყო "სამგორჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1956-1964წწ. - სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ხოლო 1964-1967წწ. - ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1967 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სხვადასხვა ორგანიზაციებს ხელმძრვანელობდა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.123 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |