The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ გარუჩავა

გრიგოლ გარუჩავა
Date of birth:5 June, 1962  (62 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის მიწათმოწყობის ინჟინერთა ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1985 წელს.

1979-1980წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სვერდლოვსკის არქიტექტურის ინსტიტუტში ლაბორანტად; 1985-1997წწ. იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის განყოფილების უფროსი არქიტექტორი, საწარმოო ჯგუფის მთავარი არქიტექტორი; 1997-2000წწ. აჭარის მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განყოფილების უფროსი; 200-20003წწ. აჭარის ურბანიზაციის სამინისტროს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსი; 2003-20005წწ. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსი; 2005-2006წწ. იყო ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი; 2007 წლიდან შპს "კონსტრუქტორი -21"-ის არქიტექტორი; 2012 წლიდან მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში; 1990-1994წწ. პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის ჰუმანიტარულ კოლეჯსა და 1996 წლიდან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში; მონაწილეობდა აჭარაში განხორციელებული მრავალი ობიექტის დაპროექტებასა და მშენებლობაში; მათ შორისაა საცხოვრებელი სახლები: "გალოგრე", "ალიკი", "რიწა", "რჩეული" - ბათუმში (1995-2005წწ.); სასტუმროსა და რესტორნის რეკონსტრუქცია შუახევში (2008წ.), სასტუმროები, 17-სართულიანი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი "ხიხანი", "რომპეტროლის" ავტოგასამართი კომპლექსი ქ. ქობულეთში (1998-2008წწ.), 12 და 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ბათუმში - ლერმონტოვისა და სულაბერიძის ქუჩაზე (2009-2010წწ.), ბათუმის სასულიერო გიმნაზიის ახალი კორპუსი (2008წ.), რესტორანი "რივიერა" (2010წ.), საზაფხულო თეატრის შენობა ბათუმის ბულვარში (2011-2012წწ.) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.124


Share: