შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და შემდგომ ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1976-1984წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1984-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1989-2007წწ. კვლავ საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 2007-2011წწ. მუშაობდა შპს სკფ "გამა"-ში არქიტექტორად; 2011 წლიდან შპს "გამა კონსალტინგის" მთავარი არქიტექტორია; შესრულებული აქვს 100-ზე მეტი არქიტექტურული და ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის: 9, 12, 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლები მსხვილბლოკოვან კონსტრუქციებში; ქ. გორის სახლთმშენებელი კომბინატისათვის დამუშავებული აქვს პანელოვანი 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლების სერია, საშუალო სკოლა 33 კლასზე და სხვა ტიპური პროექტები; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კომიტეტის უმაღლესი სკოლა ქ. თბილისში და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ; მიღებული აქვს მონაწილეობა არქიტექტურულ კონკურსებში და დაჯილდოებულია სხვადასხვა პრემიებით; პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; აქვს 5 გამოგონება მშენებლობის დარგში და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |