შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარსქენ (პიტიახში)![]()
ბიოგრაფიავარსქენ პიტიახში, არშუშას ძე, ქვემო ქართლის მმართველი V საუკუნის 60–80-იან წლებში. ქართლის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, აღმავალი ფეოდალური ძალების ერთ-ერთი მეთაური იყო. ცდილობდა გამოეყენებინა გარეშე ძალაც–დამპყრობელი ირანელები. ამ მიზნით მიიღო ირანში სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებული მაზდეანობა. ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება იმით დაიწყო, რომ ვარსქენ პიტიახში 482 წელს მოაკვლევინა. ვარსქენ პიტიახში იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.183
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |