შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვეზან ხორნაბუჯელი![]()
ბიოგრაფიავეზან ხორნაბუჯელი, ხორნაბუჯის(კამბეჩოვანის) ერისთავი VI საუკუნეში. ვეზან ხორნაბუჯელის ერისთავობა ემთხვევა ქართლში ირანელების ბატონობის პერიოდს. იგი შაჰის ირანელი მოხელე იყო. კამბეჩოვანში ერისთავად დანიშნა სასანური ირანის ცნობილმა მხედართმთავარმა, აზერბაიჯანის მარზპანმა, ბაჰრამ-ბარ-ბაჰრამ გუშნასპმა(ჩუბინად წოდებული). დაახლოებით VI საუკუნის 70-იან წლებში, ირანელთა ბატონობით უკმაყოფილო ჰერები, რომელთაც ასამ და ვარაზვარდ ბაგრატიონები მეთაურობდნენ, აჯანყდნენ და ვეზან ხორნაბუჯელი მოკლეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.235
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |