შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევ ვლადიმიროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი, სომხეთი. დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1931 წელს. 1945–1958 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, 1958–1980 წლებში ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1980–1989 წლებში პროფესორ-კონსულტანტი. ლევ ვლადიმიროვმა დაამუშავა მთიანი მხარეების მდინარეთა ჩამონადენის, მდინარეთა საზრდოობის, წყლის ბალანსის გაანგარიშებისა და ჰიდროლოგიური დარაიონების მეთოდები, მოგვცა საქართველოს კარსტული წყლების კლასიფიკაცია. მისი შრომები გამოყენებულია საქართველოს ენერგეტიკისა და საირიგაციო ნაგებობათა დაპროექტებაში. გეოგრაფ-ჰიდროლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.283 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |