Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კავსაძე
Biographyსწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. 1908-1926წწ. მიხეილ კავსაძის გუნდის სოლისტი იყო, საამისოდ ხელს კარგი ხმა უწყობდა; სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით თბილისში გამართულ მრავალ კონცერტში მიიღო მონაწილეობა(აქაც სოლისტი იყო), შესანიშნავ ტენორს მოხდენილად იყენებდა; ბორჯომში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კულტსახლის პასუხისმგებელი მუშაკი იყო, შემდეგ ხელმძღვანელი; გუნდი მუდამ ჰყავდა, გარდა ლოტბარობისა, იქ სახალხო თეტრშიც მუშაობდა; მრავალ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ზოგი თვითონ დადგა, ხოლო მუსიკალური გაფორმება მთლიანად მას ჰქონდა დაკისრებული, რასაც მონდომებით ასრულებდა; 1959 წელს გაზეთი "თბილისი" შეეხო ხანდაზმულ პენსიონერთა სიმღერის ანსამბლს და აღნიშნა ის თავისებურება, რაც ნიკოლოზ კავსაძის გამოცდილებამ და ხალხური სიმღერის ღრმა ცოდნამ შესძინა ძველი, მივიწყებული სიმღერების აღდგენა-გაცოცხლებას; ლოტბარმა ფაქიზად მოუარა ხანდაზმულთა გუნდს, რომელშიც ხალხური სიმღერების გამოცდილი, ძველი ოსტატები მღეროდნენ; მისი ძმები იყვნენ მიხეილ, ანდრო და ლადო კავსაძეები, ხალხური სიმღერების უბადლო მცოდნეები და ხელოვნების მსახურნი; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.114 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |