Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჭიჭიკო ბეგალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1928 წელს. 1928 წელს სწავლობდა ქუთაისის თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში. 1933 წელს ამავე თეატრის მსახიობი, ხოლო 1942 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ამირანი, სერაფიონ ბრეგაძე (დ. კლდიაშვილის "უბედურება", "სამანიშვილის დედინაცვალი"); პაჭუტია (მ. გოგოლაშვილის "გულსუნდა"); თავადი გუბაზი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"); ხახული, ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვარლამ სარჯველაძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"); ყოჩაღი აშუღი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ხაფიჩია (პ. სამსონაძის "სალტე"); სოსანა (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"); სპირიდონ მცირიშვილი, გერვასი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"); ტუხა, მუხრან ბატონი (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"); ლუილაჟი (ნ. ზარხის "ჯოი სტრიტი"); რადისტი, მოცეკვავე (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), მეფე (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"). ივანე (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), რაბინი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ბიონდელო (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და სხვა. 1959 წელს მუშაობდა კინოთეატრ "ოქტომბრის" დირექტორად. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.56 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |