The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ასია დათებაშვილი

Date of birth:4 October, 1910
Date of death:1984  (at 73 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1917-1928წწ. სწავლობდა თბილისის მე-3 გიმნაზიაში. პარალელურად მუშაობდა თბილისის ხელოსანთა კლუბში. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ბორჯომის (1932-1936), ბაქოს ქართულ (1937-1938), ზუგდიდის (1938-1945) თეატრებში. 1945 წლიდან ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პირიმზისა, პირიმთვარისა, კინტო (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი", "კინტო"), ნინო (ს. კლდიაშვილის "დაბრუნება"), ლიდია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), სიდუხჭირე, ფოფოდია (შ. დადიანის "გეგეჭკორი". "გუშინდელნი"). გულჩინე, სიდონია (ა. ყაზბეგის "არსენა"), დედინაცვალი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), რაიკომის მდივანი, ფატი (ვ. პატარაიას "სანაპიროზე", "უჩა უჩარდია"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), ვარვარა ხარიტონოვნა (ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული"). ცისანა მამიდა (ა. ბელიაშვილის "შვიდკაცა"). ქალბატონი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.56

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: