Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ვორონიხინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გატჩინა, რუსეთი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველოგანყოფილება 1907 წელს. მსახურობდა კავკასიაში - სოჭში(1912–1915), თბილისის ბოტანიკურ ბაღსა(1915) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში(1921). დააარსა სპოროვან მცენარეთა განყოფილებები. 1918 წლიდან შეთავსებით განაგებდა თბილისის ბოტანიკური ბაღის მიკოლოგიის კაბინეტს. სოფლის მეურნეობის უმაღლეს კურსებზე(1919–1921) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(1921–1922) ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ფიტოპათოლოგიის კათედრებს. თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა მიკოლოგიის კურსს(1920). მან შეისწავლა სოკოები და მათ მიერ გამოწვეული ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებები, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის(სსრკ-ის ევროპული ნაწილის) მტკნარი წყლების და შავი ზღვის წყალმცენარეები. ნიკოლოზ ვორონიხინის სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება კავკასიის სპოროვან მცენარეებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1934), პროფესორი (1939), ბოტანიკოს-ალგოლოგი, ფიტოპათოლოგი, ჰიდრობიოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.288 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |