Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ გაგნიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1958 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის (1958-1960), მარჯანიშვილის (1960-1957), რუსთავის (1967-1988) თეატრებში. მის მიერ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში: გრაფი ლამპერტი (გ. პეტროვის "მშვიდობის კუნძული"), მაქს ლესკალიე (ა. ჟერის "მეექვსე სართული"), არჩილ მეტრეველი (გ. შატბერაშვილის "უცნობი ქალი"), ივან კუზმიჩ შპეკინი, ფოსტმეისტერი (ნ. გოგოლის "რევიზორი"); მარჯანიშვილის თეატრში: მონადირე (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), კანჭა ბიჭი (გ. შატბერაშვილის "მკვდრის მზე"), განუგრავა (ლ. ზოდინის "ფეხბურთელები"), ჩეპეკი (ი. ოტჩენაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი"); რუსთავის თეატრში: ბერლოზი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), კირილე მიქაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ციხკარი"), ექიმი (ზ. სკოვრონსკის "მაესტრო"), მომენტალნიკოვი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"), მალხაზ პიტრიშაძე (შ. დადიანის "გუშინდელნი"), რუბენა, ილარიონი (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა", "ზურიკელა"), სოლომანი (ს. კლდიაშვილის "სოლომან მორბელაძე"), პრემიერი (ლ. პირანდელოს "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი"), მალხაზი (გ. იაქაშვილის "ჰორიზონტს იქით"), ფოტოგრაფი (ნ. ხოინსკის "ღამის ამბავი"), ჯაკომო, აგუსტინო (ე. დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება", "ცილინდრი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "წკიპურტები" (ჯემალი, 1973), "ერთი ნახვით შეყვარება" (1975), "გამოაღეთ ფანჯრები" (1981); მეზღაპრე - კირილე ბაბუა (სატელევიზიო ძილისპირულიდან). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.58; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |