The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გაჩეჩილაძე

ივანე გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს, 1983 წელს - სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი.

1967-1969წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" სპეცსამუშათა განყოფილების ინჟინრად; 1969-1973წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" N1 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხანაში ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად, ქარხნის მთავარ ტექნოლოგად; 1973-1975წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1975-1981წწ. ამავე ტრესტის ივრის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1981-1991წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1991-2002წწ. მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საპროექტო სამრეწველო-სამშენებლო გაერთიანების და შპს "მერწყულის" (2002-2006წწ.)მთავარი ინჟინერი; 2006-2009წწ. მუშაობდა ტექნიკურ ზედამხედველად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში "ბიზნეს-ცენტრი ვაჟაზე" და "ჰოლანდიური სახლი"; მონაწილეობდა "ენგურჰესის" საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებაში, თბილისის სპორტის სასახლის გუმბათოვანი სახურავისა და უნივერმაღ "თბილისის" სართულშუა გადახურვების რკინაბეტონის ნაკეთობებისა და კაჭრეთის, ქუთაისის, მარნეულის, ოჩამჩირისა და ნოსირის წისქვილკომბინატებისთვის ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოებაში; ასევე, გორისა და ნოსირის სამშენებლო კონსტრუქციების კომბინატების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გაშვებაში; პარლამენტის შენობის, ყველა სამთავრობო რეზიდენციისა და სააგარაკო ზონის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და კაპიტალური შეკეთების სამუშაოებში; 72 და 108-ბინიანი ცხრასართულიანი მსხვილბლოკური სახლების (ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში), ასევე, სამი თვრამეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაში; არის ორი სამშენებლო გამოგონების ავტორი, აქვს საქართველოს პატენტი (N132) გამოგონებაზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.125-126


გააზიარე: