Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუსტინე კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გურია. სწავლლობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სემინარიაში. ბავშვობიდანვე მონაწილეობდა სასკოლო გუნდებში, ხოლო სემინარიაში სწავლის დროს, კორნელი მაღრაძის დავალებით ქუთაისის სასწავლებლის გუნდს ლოტბარობდა; ოცი წლის ასაკიდან შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა სკოლებში, უმთავრესად სიმღერა-გალობას; კორნელი მაღრაძის დახმარებით დაეუფლა სანოტო სისტემას; თავისუფლად შეეძლო სიმღერების ნოტებზე გადაღება, რასაც იგი ხანგრძლივი პედაგფოგიური მოღვაწეობის პერიოდში მონდომებით ასრულებდა; 1924 წლამდე კოტე ფოცხვერაშვილის გვერდით ხანგრძლივად მუშაობდა გუნდის სოლისტად, მასწავლებლად და ლოტბარად; შემდეგ დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს პროფსაბჭოს ოთხხმოვან გუნდს; ეს გუნდი ხშირად მართავდა კონცერტებს თბილისში და მის გარეთაც; დიდი ხნის განმავლობაში მუსიკოს დანოვსკისთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების სამინისტროს პედაგოგიური კაბინეტის ქართული მუსიკის სექტორს და პარალელურად ამავე სამინისტროში ასრულებდა საზოგადოებრივი ინსტრუქტორის მოვალეობას სიმღერა-გალობის დარგში; 1945 წლიდან საინგილოში ქართული სკოლების დაარსების შემდეგ სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მხარეში მივლინებულ ქართველ მასწავლებელთა ბრიგადას, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ინგილო ახალგაზრდობას შორის; სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში, თან განაგრძობდა ქალაქის სკოლების მეთოდისტად მუშაობას; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 117 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |