The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იროდი კალანდია

Date of birth:1900
Date of death:1952  (at 52 years)
Category:Singer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, ზუგდიდის რაიონი.

სწავლობდა სოხუმის ქართულ ცხრაწლედში.

ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკის იყო, როცა გატაცებით მღეროდა, ცეკვავდა და მსახიობებს ბაძავდა; ცხრაწლედში სწავლის დროს დაესწრო ძუკუ ლოლუას მომღერალთა გუნდის კონცერტებს, რამაც უფრო გაუღრმავა სიმღერით გატაცებულს ხელოვნებისადმი მიდრეკილება; არდადეგების დროს, როცა ზუგდიდში მშობლებს ჩააკითხავდა, გალაქტიონ ჭელიძის გუნდის კონცერტებს ისმენდა, ამან განაპირობა მთელი მისი მომავალი მოღვაწეობა; თვრამეტი წლის ასაკიდან გუნდის ლოტბარი იყო და ამავე დროს რეჟისორი და მსახიობი; თავდაპირველად თავისი შესაძლებლობა სკოლებში მოსინჯა; მშობლიურ ზუგდიდში დანიშნეს თეატრის დირექტორად; რაიონში მრავალგან ჰყავდა საკოლმეურნეო გუნდები; ასე იმუშავა 20 წელი; მიიწვიეს ფოთის ანსამბლის ხელმძღვანელად, რაც დიდ პატივად მიიჩნია; 1938 წელს ანსამბლი გადაახალისა და შემდეგ თბილისში მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა(პირველი ადგილი); სამი წლის მანძილზე ბევრი რამის გაკეთება მოასწრო ფოთის ანსამბლის წინსვლისა და გაძლიერებისათვის; შენმდეგ ისევ ზუგდიდის თეატრს დაუბრუნდა; მრავალი პიესა და სცენა დადგა ზუგდიდის კლუბში და რაიონის კულტსახლებში; თუმცა მისი საყვარელი საქმე მაინც ლოტბარობა იყო, ამიტომ, 1947 წლიდან, კიწი გეგეჭკორის შემდეგ, დაინიშნა ზუგდიდის ანსამბლის ხელმძღვანელად; ის თვითმოქმედი კომპოზიტორი იყო; ცნობილია მისი სიმღერები გმირებზე - ჩილაჩავას და სხულუხიაზე, საფანდურო კუპლეტები და შაირები, აგრეთვე მრავალი საყოფაცხოვრებო სიმღერა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 118

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: