The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან გაწერელია

ამირან გაწერელია
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1928  (97 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოსწ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

1953-1965წწ. მუშაობდა ქ. ბაქოში, საზღვაო-სანავთობო მშენებლობის ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1967 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის სამრეწველო საწარმოთა მშენებლობის ტრესტის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1969 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "ალაზანმშენის" მთავარ ინჟინრად; 1971-1975წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" უფროსი იყო, შემდგომ კი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეც. სარემონტო სამუშაოების ტრესტის მმართველის მოადგილე. ასევე, იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1982 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე. მოგვიანებით კი, ტრესტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დაინიშნა საწარმოო-ტექნიკური სამსახურის უფროსად; 1988 წელს მივლინებული იყო ანგოლაში "კაპანდაჰესის" მშენებლობაზე სპეც. სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სადაც 3 წელი იმუშავა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.126

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ანგოლის რესპუბლიკის "მეგობრობის" ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: