The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ზავილეისკი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1843
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

1828 წელს დაინიშნა საქართველოს სახაზინო ექსპედიციის უფროსად. მას ევალებოდა თვალყურის დევნება ამიერკავკასიის მხარის კამერალური აღწერისათვის. 1829 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორად. რუსეთ-ოსმალეთის (1828–1829) ომის დროს რუსეთის მთავრობამ სამხრეთ საქართველოს შემოერთებულ მიწებზე სომეხი მოსახლეობის დასახლების მიზნით შექმნა გადმოსახლების განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ პეტრე ზავილეისკი დაინიშნა. ამ პერიოდში მან სამცხე-ჯავახეთიდან ოსმალეთში განდევნილი ქართველი მაჰმადიანებისაგან ჩალის ფასად შეიძინა 25 სოფელი. 1831 წლიდან იყო ახლად დაარსებული ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი და მისი მთავარი ზედამხედველი. მეგობრობდა ა. გრიბოედოვთან. მასთან ერთად აპირებდა ამიერკავკასიაში რუსული კომპანიებისა და საწარმოების შექმნას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოქროპირ ბატონიშვილთან, ა. ჭავჭავაძესთან და სხვ. მას ბრალად ედებოდა კავშირი 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებთან. ამის საბაბად ასახელებდნენ მის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მკაცრ მოპყრობას, რათა უკმაყოფილო ხალხი შემდგომში აჯანყებულიყო. ამასთანავე იგი თითქოსდა აღნიშნავდა, რომ ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით საქართველოში მეტი თავისუფლება ყოფილა, ვიდრე რუსეთის მმართველობის დროს. მეფის მთავრობამ მისი, როგორც ყოფილი გუბერნატორის, საჯარო გასამართლება საქართველოში მიზანშეუწონლად ჩათვალა, ბრალდების დაუმტკიცებლობის საბაბით არ დაკითხა, მაგრამ საიდუმლო მეთვალყურეობა დაუნიშნა. 1832 წლის იანვარში გუბერნატორობიდან გადააყენეს, იმავე წლის 6 მარტს პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც იგი ფინანსთა სამინისტროს საბჭოს წევრი გახდა. რუსი მოხელე, წარმოშობით პოლონელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.298


გააზიარე: