შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზევახი (ჯავახი)![]()
ბიოგრაფიაზევახი, ჯავახი, ქართლის ერისთავი (პიტიახში) II საუკუნის 30–50-იან წლებში, მეფე ფარსმან II-ის დროს. მოხსენიებულია არმაზის ბილინგვაში, როგორც უდროოდ გარდაცვლილი სერაფიტის მამა. არმაზისხევში აღმოჩენილია მდიდრული სამარხი, რომელიც თვით ზევახს ეკუთვნოდა. უამრავ ძვირფას ნივთს შორის სამარხში აღმოჩნდა ოქროს სარტყელი, რომლის ერთ-ერთი ბალთის თვალზე ამოკვეთილია ახალგაზრდა ქალ-ვაჟის გამოსახულება გარსშემოვლებული წარწერით: "ჯავახ სიცოცხლეა ჩემი კარპაკ". ზევახის მოიხსენებენ აგრეთვე არმაზისხევის კიდევ ერთ მდიდრულ, როგორც ჩანს, ქალის სამარხში ნაპოვნ ბეჭდის თვლის წარწერაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.339
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |