Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. სწავლობდა ჭიათურის პედაგოგიურ ტექნიკუმში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1942 წელს(საგუნდო-სადირიჟორო). ხალხური და ქალაქური სიმღერები თავდაპირველად ოჯახში ისწავლა, ხოლო შემდეგ სკოლის გუნდში სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით; მონაწილეობდა ჭიათურის მუშათა ცენტრალურ კლუბთან არსებული სიმებიანი ორკესტრის თვითმოქმედ წრეში; უკრავდა დომბრაზე, მანდოლინაზე, ქნარზე და ჩელოზე; 1932 წლიდან ჩელოზე დაკვრას თბილისში საკმაოდ კარგად დაეუფლა პროფესორ მინიარის დახმარებით; შემდეგ სწავლა დაიწყო კონსერვატორიასთან არსებულ მუშფაკში და ბოლოს აქვე, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე; პრაქტიკის მისაღებად რადიოკომიტეტის კაპელის მსახიობად მოეწყო; 1945 წლიდან ამავე კაპელის ქორმაისტერად და დირიჟორად გადაიყვანეს; მეორე და მეხუთე მუსიკალურ სკოლებში ასწავლიდა თეორიასა და სოლფეჯიოს; პარალელურად, 1943-1946წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო-საგუნდო კურსების ინსპექტორად მუშაობდა; 1940-1949წწ. იყო მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი თბილისში; რუსთავის საავიაციო სკოლაში უძღვებოდა მომღერალთა გუნდს; იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერი და დირიჟორი; ცენტრალური მუსიკალური ათწლედის დირექციამ მიიწვია საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების თეორიული საგნების მასწავლებლად; 1957 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების ხელმძღვანელი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.119 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |