The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თადეოზი გეგელია

თადეოზი გეგელია
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1973  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს.

1934 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ასევე, ჰიდრავლიკური ლაბორატორიის გამგედ; ინსტიტუტში მუშაობის დროს მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული სამუშაოები, რომლებიც ეხებოდა მაღალმთიანი ჰესების სათავე ნაგებობებს; 1943-1945წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და წყალმომარაგების კათედრის დოცენტად; იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განყოფილების გამგის მოადგილე; 1946-1965წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილების დირექტორად; 1966-1971წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1943), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.127; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 66

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: