შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოჯიხევი, ხობის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს ინჟინრად, მთავარ ინჟინრად; 1970-1972წწ. აფხაზეთის ტურიზმის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 1972-1978წწ. აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის ობიექტების მშენებლობის გაერთიანებული დირექციის დირექტორად; 1978-1982წწ. სამშენებლო-სარემონტო სამმართველო "აფხაზკურორტრემმშენის" უფროსად; 1982-1997წწ. იყო სოხუმის მერიის მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1997 წლიდან სამშენებლო გაერთიანება "საქგვირაბმშენის" ბაზალეთის პროექტის მთავარი მენეჯერის მოადგილე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ახალი ათონის მღვიმეების ტურისტული კომპლექსი, 500-ადგილიანი ტურისტული კომპლექსები სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და მიუსერაში; ტურისტული ბაზების საძინებელი კორპუსები ახალ ათონში, აგუძერასა და გუმისთაში, სპორტული ნაგებობა ბიჭვინთაში, კემპინგი გაგრაში, ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბაზალეთში და მრავალი სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.128 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |