შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი კვაჭანტირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი(სავიოლინო), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საგუნდო-სადირიჟორო). ჯერ კიდევ სტუდენტი სტუდენტებს ხახლურ სიმღერას ასწავლიდა; ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის თვითმოქმედ მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა; კარგა ხანს სახელმწიფო კაპელაში სადირიჟორო პრაქტიკას გადიოდა გიორგი ხახანაშვილის მეთვალყურეობით; 1952 წლიდან მივლინებული იქნა ქუთაისში, სადაც საოლქო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მთავარ დირიჟორად მუშაობდა, ხოლო ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად; მომდევნო წლიდან დაბრუნდა თბილისში და მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში დირიჟორობას ასწავლიდა; მრავალი მომავალი ლოტბარი აზიარა სადირიჟორო ხელოვნებას; 1955 წელს მიიწვიეს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში ლოტბარად; 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე უფროს პედაგოგად; 1965 წლის მიწურულიდან თბილისის ტრანსპორტის მუშაკთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.122; facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |