The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გედევანიშვილი

გურამ გედევანიშვილი
Date of birth:5 March, 1935  (90 years)
Category:Architect, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1964-1988წწ. მუშაობდა თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის არქიტექტურულ სახელოსნოში მთავარ კონსტრუქტორად და მონოლითური ცენტრის მთავარ ინჟინრად; 1988 წლიდან იყო სამეცნიერო, საპროექტო და სამშენებლო გაერთიანება "საქმონოლითმშენში" მთავარი კონსტრუქტორი, სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი; 1991 წელს დაინიშნა რაჭა-იმერეთის მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის კომპლექსის მთავარ კონსტრუქტორად, ხოლო 1993 წელს - სს "მონოლითმშენის" მთავარ ინჟინრად; არის საქართველოში ინდუსტრიული მეთოდებით მონოლითური მშენებლობის და ავარიულ შენობა-ნაგებობათა გამაგრება-გაძლიერების უახლესი მეთოდების ერთ-ერთი დამნერგავი; საავტორო ჯგუფთან ერთად დააპროექტა: ჩერკესკის სახელმწიფო თეატრისა და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის სამდარბაზიანი შენობები, თექვსმეტსართულიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლები (თბილისში, ქუთაისში), ხუთ და ცხრასართულიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლები (ტიპური პროექტი სერიის ნომრით 153) თბილისში, ესენტუკსა და გელენჯიკში; მისი, როგორც მთავარი კონსტრუქტორის, მონაწილეობით დაპროექტდა ექსპერიმენტული საცხოვრებელი სახლები (მონოლითურ რკინაბეტონში, შიდა ეზოებითა და პანდუსებით), მეორადფასადიანი სახლი წინასწარდაძაბულ კარკასში; მისი ნამუშევრები არის აღწერილი წიგნებში: "საქართველოს არქიტექტურა" (1986წ) და "საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული კომპოზიცია" (1990წ.).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.129


Share: