Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა უნაფქოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი. საზღვაო საქმის შესწავლა კი თავდაპირველად ბათუმის საზღვაო სწავლების სკოლაში (ШМО) დაიწყო, მისი დასრულების შემდეგ კი გემთწამყვანის სპეციალობით ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელიც დაამთავრა და შრომითი საქმიანობა ჯერ ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო. მას სანაოსნოს არაერთ ბალკერზე მოუწია ცურვა, პარალელურად კი ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელიც დაამთავრა. გაიარა მატროსობიდან დაწყებული შტურმანობის ყველა საფეხური და შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, უკვე დამტკიცებული შორეული ნაოსნობის კაპიტანი გელა უნაფქოშვილი სანაოსნოს ახლადშეძენილი მადანმზიდების - "ДАВИД АГМАШЕНЕБЕЛИ"-სა და "АКАКИ ЦЕРЕТЕЛИ"-ს ეკიპაჟებს მეთაურობდა. მომდევნო წლებში კი არაერთი უცხოური კომპანიის მფლობელობაში მყოფ გემებზეც მოუწია კაპიტნობა; 1998-1999 წწ. იყო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი საზღვაო საკითხებში; 1999 წლიდან კურირებდა სანაოსნო კომპანია "COLUMBIA SHIPMANAGEMENT"-ისათვის ოფშორში გადაცემულ ქართულ გემებსა და ფლოტს; 2008 წლიდან დღემდე კოლუმბიის გერმანული მენეჯმენტის გემების კაპიტანია; არის ლონდონის საზღვაო ინსტიტუტის წევრი, გემების კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაციის (ფედერაციის) კონსულტანტი და საზღვაო ექსპერტი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.197 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |