The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა უნაფქოშვილი

გელა უნაფქოშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი უნაფქოშვილი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.

საზღვაო საქმის შესწავლა კი თავდაპირველად ბათუმის საზღვაო სწავლების სკოლაში (ШМО) დაიწყო, მისი დასრულების შემდეგ კი გემთწამყვანის სპეციალობით ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელიც დაამთავრა და შრომითი საქმიანობა ჯერ ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო. მას სანაოსნოს არაერთ ბალკერზე მოუწია ცურვა, პარალელურად კი ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელიც დაამთავრა. გაიარა მატროსობიდან დაწყებული შტურმანობის ყველა საფეხური და შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, უკვე დამტკიცებული შორეული ნაოსნობის კაპიტანი გელა უნაფქოშვილი სანაოსნოს ახლადშეძენილი მადანმზიდების - "ДАВИД АГМАШЕНЕБЕЛИ"-სა და "АКАКИ ЦЕРЕТЕЛИ"- ეკიპაჟებს მეთაურობდა. მომდევნო წლებში კი არაერთი უცხოური კომპანიის მფლობელობაში მყოფ გემებზეც მოუწია კაპიტნობა; 1998-1999 წწ. იყო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი საზღვაო საკითხებში; 1999 წლიდან კურირებდა სანაოსნო კომპანია "COLUMBIA SHIPMANAGEMENT"-ისათვის ოფშორში გადაცემულ ქართულ გემებსა და ფლოტს; 2008 წლიდან დღემდე კოლუმბიის გერმანული მენეჯმენტის გემების კაპიტანია; არის ლონდონის საზღვაო ინსტიტუტის წევრი, გემების კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაციის (ფედერაციის) კონსულტანტი და საზღვაო ექსპერტი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გემების კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაცია (ფედერაცია, ლონდონი), წევრი
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: