Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოსმან-ფაშა თავდგირიძე![]()
Biographyთავდგირიძე ოსმან-ფაშა იყო ქვემო აჭარის მმართველი XIX საუკუნის შუა წლებში. ქობულეთის თავად თავდგირიძეთა პირდაპირი შთამომავალი "აჭარელ ოსმან-ფაშად" წოდებული. ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომების მონაწილე. ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი. მოგვიანებით სტამბოლში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი ნოქთა, რომელთანაც 5 ვაჟი და 1 ქალი შეეძინა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.- გვ.432
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |