The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჯაფარიძე

შალვა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1958  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდადი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ოდესაში გაემგზავრა; მალე არახელსაყრელი პირობების გამო უკან დაბრუნდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1917-1918, 1920-1922, 1923-1925, 1929-1930), თბილისის (1919-1920), სოხუმის (1922-1923), ფოთის (1925-1927), ჭიათურის (1928-1929), მარჯანიშვილის (1930-1939) თეატრებში; 1927-1928წწ. სათავეში ედგა სამტრედიის რკინიგზელთა ჯგუფის დრამწრეს. ძირითადად სახასიათო მსახიობი იყო. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ფილიპე ბარბაქაძე, ბეკინა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "სამანიშვილის დედინაცვალი"), ზაალ ბარათაშვილი  (ხალხური "არსენას ლექსი"), შპაკი (ი. ნიკიტენკოს "ანათეთ ვარსკვლავნო"), გოჩა, კობა, ჯემალი (კ. კალაძის "როგორ", "ხატიჯე"), ცეხავოი (ა. აფინოგენოვის "შიში"), ნარცისი (ი. ოლეშას "სამი ბღენძი"), ჭაღარა, დავით დროიძე, ამირინდო, ნესტორი (შ. დადიანის "კაკალ გულში", "ნინოშვილის გურია", "ჩატეხილი ხიდი", "ნაპერწკლიდან"), უილიამ დევისი (ე. რაისი "ჩვენი ხალხი"), ანდრეი ფეოდოროვიჩი (ვ. კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს"), ადმირალი გრანატოვი (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), თავადი ჯამბარაშვილი (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ბრაბანციო (უ. შექსპირის "ოტელო"), აბრამია, გარადავოი, ყაზარია (გ. ბააზოვის "იცკა რიჟინაშვილი", "მუნჯები ალაპარაკდნენ"), მილერი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), თავადი ინდო (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: