The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა ლებანიძე

ზაზა ლებანიძე
Legal name:ზაირა ლებანიძე
Date of birth:30 November, 1935
Date of death:1 December, 2019  (at 84 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1958 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის ქართულ დასში (1958-1960), მარჯანიშვილის (1960-1967), რუსთავის (1967-1975) თეატრებში. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში: მაყვალა (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ლიზა (მ. გორკის "მზის შვილები"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"); მარჯანიშვილის თეატრში: სპინოზა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ჰარა (ნ. პერიალისის "ბაფთიანი გოგონა"), ლოლა (გ. მდივნის "კონსული მოიპარეს"); რუსთავის თეატრში: ნატო ჩოდრიშვილი (ა. ჩხაიძის "ხიდი") დედაბერი (ვ. კოროსტილიოვის "ასი წლის შემდეგ"), ალდონსა-დულცინეა (დ. ვასერმანის, ჯ. დერიონის "ლამანჩელი"), ნასტია (მ. გორკის "ფსკერზე"), ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ქალი (ო. ასენას "შიში"), ფოსფორიული ქალი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"); რუსთაველის თეატრში: ელენე (ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა"), ბებია (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მატრიონა (ალ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), ნატო და ანოს დედა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), გიორგის ქალიშვილი (რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), მესალინა (ლ. ზორინის "რომაული კომედია"), ნათელა (ნ. წულეისკირის "ძველი სამრეკლო") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "განძი" (1961), "ერთი ნახვით შეყვარება" (1975), "რაჭა ჩემო სიყვარულო" (1977), "წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981) და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.69; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; არტინფოს პორტალი: artinfo.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.315-316

Awards and Honors

  • 2015 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (სპექტაკლი "ასულნი", რეჟ.: რ. სტურუა)
  • 2009 - ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: