Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიკა გელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურა-ქალაქმშენებლობის სპეციალობით 1968 წელს; ვაშინგტონის (აშშ) სტრატფორდის ინსტიტუტი ლანდშაფტის მოწყობის სპეციალობით 2002 წელს. ორი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" საქართველოს ტერიტორიული დაგეგმარების განყოფილებაში; ბორჯომის დეტალური დაგეგმარების პროექტის შემუშავების პარალელურად, იყო ქ. ბორჯომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე (1991-1995წწ. ), 1995 წლიდან საქართველოს პარლამენტის აპარატის მთავარი სპეციალისტ-კონსულტანტი; 2002-2004წწ. მუშაობდა შპს "ნავთობ-სამეცნიეროს" საპროექტო განყოფილების, ხოლო მოგვიანებით - შპს "მწვანე თითების" არქიტექტორად; მონაწილეობდა საქართველოს არაერთი ქალაქის გენერალური გეგმისა და რაიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში; არის თერჯოლის გენერალური გეგმის, თერჯოლის, ცაგერის, ყვარლის, ხაშურის, ვანის, ქედის რაიონული და ბორჯომის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტების ავტორი; არის ბორჯომის რაიონში მწვანეთა მოძრაობის დაფუძნების ორგანიზატორი;მ უშაობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დედამიწაზე ეროვნული პარკების შექმნის ხელშემწყობ რეგიონულ ჯგუფში, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.132 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |