The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როსტომ გელაშვილი

როსტომ გელაშვილი
Date of birth:27 February, 1934  (91 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლიჩი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1959წწ. მუშაობდა სამხედრო სამშენებლო სამმართველოში (სამხედრო ნაწილი N10076), სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N133 სამშენებლო სამმართველოში - ინჟინრად; 1959-1965წწ. უფროს ინჟინრად; 1965-1976წწ. სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1976-1980წწ. სამმართველოს უფროსად; 1981-1982წწ. სოხუმის სახლსაშენი კომბინატის ქარხნის დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა ტყვარჩელის რკინიგზის "კვეზანი-აკარმარას" ხაზის, სოხუმის აეროპორტის, რესპუბლიკური ტუბსაავადმყოფოს კომპლექსის (გულრიფშში), 12000-ადგილიანი დასასვენებელი სახლისა და 250-ადგილიანი პიონერთა ბანაკის (აგუძერაში), საქართველოსა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოების დასასვენებელი სახლების (სოხუმის დენდროპარკში), საშუალო სკოლების, საცხოვრებელი სახლების (სოხუმში), რკინიგზის დასახლების, სანატორიუმის (გაგრაში), გუდაუთის საკალმახე მეურნეობის, სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევითი ინსტიტუტის, მაიმუნსაშენის (ტამიშში) მშენებლობასა და სოხუმი-ადლერის რკინიგზის ელექტროფიცირებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.132


Share: