The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჭელიძე

დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1976  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს.

1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1956-1969 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1969 წლიდან ნეოგენური და ანთროპოგენური ნალექების პალეონტოლოგიური და სტრატიგრაფიის განყოფილების გამგეა. მისი შრომები ძირითადად შეეხება საქართველოს ნეოგენური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიურ საკითხებს. გეოლოგიურ-მინერალოგიური მეცნიერების დოქტორი (1974). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: