Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ გვაზავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო მაგისტრალებისა და საქალაქო გზების სპეციალობით 1971 წელს. 1976-1979წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს ქ. გაგრის N3 საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს აპარატში ინჟინრად, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1987-1992წწ. იყო იმავე სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1987-1992წწ. მთავარი ინჟინერი; 1993-2003წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზაში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს სპეციალისტად; 2006-2010წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად; 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა იმავე დეპარტამენტის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების სამუშაოთა ორგანიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოს; წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.134-135 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |