The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გვაზავა

ჯემალ გვაზავა
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2015  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1957 წელს.

1957-1961წწ. მუშაობდა აფხაზეთის საკურორტო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1974წწ. სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1974-1981წწ. ამავე სამმართველოს უფროსად; 1981 წლიდან სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს სოხუმის სამშენებლო სამმართველოს; ხელმძღვანელობდა სტრატეგიული დანიშნულების ლაბორატორიების კომპლექსისა და არაერთი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას ქ. სოხუმში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.135

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: