The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ჯაყელი

სხვა სახელი:ალიოშა ჯაყელი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:1958  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

1896 წელს პირველად სოფ. დვაბზუში გამართულ სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში, შეასრულა ივანეს როლი ა. ყაზბეგის პიესაში "არსენა". შემდგომ წლებში გამოდიოდა სცენისმოყვარეთა სხვადასხვა წრეში. 1901-1905წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში. 1905 წელს დამოუკიდებლად მუშაობდა როგორც მსახიობი და რეჟისორი. მან წარმოდგენების გამართვა დაიწყო ადგილობრივი ძალებით დასავლეთ საქართველოს დაბა-სოფლებში. 1912 წელს იგი მსახიობად მიიწვიეს ბათუმში, შ. დადიანის ხელმძღვანელობით მოქმედ "მოგზაურ დასში", სადაც ერთი წელი დაჰყო. რეჟისორად და მსახიობად იყო სცენისმოყვარეთა წრეებში: ლანჩხუთში, სამტრედიაში, ბათუმში, შოროპანში, ლაგოდეხში, სიღნაღში, გორში, ველისციხეში, დუშეთში და სხვა. 1929-1930წწ. მუშაობდა თბილისში დაარსებულ მოძრავ საკოლმეურნეო თეატრში მსახიობად, რეჟისორის თანაშემწედ და ადმინისტრატორად. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფართო მასებში თეატრალური კულტურის შეტანის საქმეში. შესრულებული აქვს 150-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: გაბრო პეპია (ი. ჭავჭავაძის "ბატონი და ყმა", "დედა და შვილი"), კარაპეტა (გ. ერისთავის "ძუნწი"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), კოტე ფანტიაშვილი (ა. ცაგარლის "ხანუმა"), იასონი, დათია (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), ლეონბერგი (ი. ეკალაძის "ნომერი 21 ჯვრით"), ალექსი (ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა") და სხვა. დადგა 100-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის პიესა. მათ შორის აღსანიშნავია: პ. ირეთელის "დამარცხებულნი", ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", შ. დადიანის "როს ნადიმობდნენ", "გეგეჭკორი", ნ. შიუკაშვილის "ციცინათელა", "მეგობრობა", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", "გამცემი" და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: