Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოდერძი იმნაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1936 წელს. 1936-1938წწ. მუშაობდა ქედის რაიონის სოფ. ხარაულასა და ქობულეთის რაიონის სოფ. სკურას დაწყებითი სკოლების მასწავლებლად. 1938-1940წწ. სწავლობდა ბათუმის თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ყარა იუსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მედოვსკი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), გლახა (ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი"), როსაფი (გ. ჩიტაძის "მირანგულა"), გივი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ლევანი (ავქ. ცაგარლის "ხანუმა"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), სევასტი კაკაბაძე (ა. სამსონაძის "ჩემი შვილი სიმონი"), ჯიბილო (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის "კაცია - ადამიანი?!"), ილიკო (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), ღვთისავარი (ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), რევაზ პირველი (ვ. კანდელაკის "რევაზ პირველი"), ბერი წულუკიძე (ს. შანშიაშვილის "იმერეთის ღამეები"), მამასახლისი (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მწყემსი (სოფოკლეს "ოიდიპოსი"), ბოცმანი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მიშა (კ. სიმონოვის "მედოლე"), ვეზირი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), მამა (ცაო იუს "ტაიფუნი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.66 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |