Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჩიტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი გლდანი. დაწყებითი განათლება სოფელ დიდი გლდანის ოთხწლიან სკოლაში მიიღო. 1933 წელს დაამთვრა თბილისის შრომის 26-ე სკოლა. 1935-1939წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა სოხუმის (1939-1942), რუსთაველის (1945-1951 და 1953-1962), მარჯანიშვილის (1952-1953), მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1964-1970) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პატარა კახი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ვარდენი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), თამშუღი, თოუხანი, ვებერი (ვ. გაბუნიას "თემურ ლეიბა", "მზის ამოსვლის წინ", "საბჭოთა კავშირის ამირი"), ჯიმი ფარელი (ჯ. სინგის "გმირი"), პოლევოი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მასხარა, ბაყალი დარჩო (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), მთხრობელი, ზურიკო (ს. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი", "არსენა"), პირველი ანარქისტი, პატარა პავლიკა (გ. მდივნის "ბრძანება ფრონტზე"), ანდრეი პაპერეჩნიკი (ი. ფრანკოს "ბედნიერება"), პავლიკა (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), გიგა (ა. აფხაიძის "არაგველები"), გიო (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), სინიცინი (პავლენკოს და მ. ჭიაურელის "დიადი მომავალი"), ვიტალი სიბირცევი (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), თეოდორ ბატონიშვილი (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ანდრეი (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), ჯაბანა (ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი"), მასწავლებელი (ვ. კანდელაკის "ქართლის ჩირაღდნები"), პატარა ბიჭი (დ. ერისთვის "სამშობლო"), დიაკვანი (მ. კაცისა და ა. რჟეშევსკის "ოლეკო დუნდიჩი"), ყორჩიხანის შვილი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), მიხეილი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), გიმნაზისტი (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ადვოკატი ხოუკენსი (სარდუს "ეშმაკის მოწაფე"), დავით ქართველიშვილის (ვ. როზოვის "მისი მეგობრები"), ადვოკატი (გ. ქელბაქიანის "დედინაცვალი"), დარბაისელი ფხორა (ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), სეფე (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), კინტო, გოგია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "სინემა" (1977), "მეცამეტე გოჭი" (1979), "ამბავი სურამის ციხისა" (1984), "მევლუდი" (1985), "ჭა" (1988) და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.72; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |