The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კირვალიძე

ზურაბ კირვალიძე
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1995  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში; დაამთავრა ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული გუნდების ხელმძღვანელთა გადასამზადებელი კურსები.

ინდუსტრიულ ტექნიკუმში ჩამოაყალიბა გუნდი, რომელშიც სამოცი მოსწავლე მონაწილეობდა; 1943 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის დიმიტროვის სახელობის ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა 150-კაციან მომღერალთა გუნდს; სამი წლის შემდეგ აბრეშუმის ფაბრიკის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელობა დაეკისრა; მომდევნო წლებში ხელმძღვანელობდა ზოოვეტერინარული ინსტიტუტის, თბილისის სანჰიგიენის სახლის, მაუდ-კამვოლის კომბინატის, თბილისის ფეხსაცმლის გაერთიანება "ისნის" და 124-ე საშუალო სკოლის გუნდებს; ჩვიდმეტი წელი (1945-1962წწ.) საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო და პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს; 1947 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო და თავის დასთან - ელენე კირვალიძესთან ერთად ფანდურის თანხლებით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე საკუთარ მელოდიებზე შექმნილ სიმღერებს; შექმნილი აქვს 50-მდე სიმღერა, რომელთაგანაც ბევრს მომღერალთა სხვადასხვა გუნდები ასრულებდნენ; მისი "მწყემსური", "მისალმება", "ქალ-ვაჟის გასაუბრება" სახელმწიფო ანსამბლის რეპერტუარში შედიოდა; 1956 წელს ქ. მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე და-ძმა კირვალიძეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. "მწყემსურის" ნოტები ცნობილმა ამერიკელმა პიანისტმა ვან კლიბერნმა თან წაიღო ამერიკაში; საქართველოს პირველი და მეექვსე საკავშირო ფესტივალის ლაურეატი, ლოტბარი, მომღერალ ელენე კირვალიძის ძმა.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 124; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.199

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • შრომის ვეტერანის ორდენი

გააზიარე: