The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო კობახიძე

ვასო კობახიძე
ოფიციალური სახელი:ვასილ კობახიძე
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1976  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

ცხრამეტი წლის ასაკიდან მღეროდა მიხეილ კავსაძის გუნდში; ასევე ისწავლა ცეკვები ა. ალექსიძისაგან; თითქმის ათი წლის განმავლობაში მღეროდა მარო თარხნიშვილის გუნდში, თან გუნდის ადმინისტრატორიც იყო; 1927 წელს ნება დართეს შეექმნა რაჭა-ლეჩხუმის ეთნოგრაფიული მომღერალ-მოცეკვავეთა წრე; გამოდიოდა ესტრადაზეც; მომდევნო წლიდან კონცერტებს მართავდა  ჯერ მუშათა კლუბებში, ხოლო შემდეგ - ფართო აუდიტორიის წინაშე; მისი გუნდი სხვადასხვა რაიონებსა და კოლმეურნეობებში მართავდა კონცერტებს და ძალზე საინტერესო რაჭული რეპერტუარით იქცევდა ყურადღებას; მონაწილეობდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული; ქალაქ რუსთავში ხანგრძლივი მოღვაწეობის დროს მეტალურგ მუშებს ჩაუნერგა ქართული სიმღერის სიყვარული; 1963 წელს თბილისში მისი დაბადებიდან 70 და მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 125; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 98

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: