შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის საქონელმცოდნეობის ტექნიკუმი. მღეროდა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა; 1945 წლიდან მუშაობდა სოფელ სუფსის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად; სამი წლის შემდეგ მახარაძეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კვლავ განაგრძო მოღვაწეობა; 1954 წელს თბილისში მხატვრული თვითმოქმედების მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა პირველი ხარისხის საპატიო სიგელით; ამავე წლიდან მუშაობდა ჯუმათისა და სილაურის საკოლმეურნეო გუნდების და ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის თვითმოქმედი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად; მრავალჯერ დაიმსახურა პირევლი ადგილი და მაღალი შეფასება რეპერტუარის სწორი და ფაქიზი შესრულებისათვის; მხატვრული თვითმოქმედების მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობდა ვლადიმერ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ანსამბლთან ერთად, რისთვისაც კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა; უძღვებოდა ნატანების ჩაის საბჭოთა მეურნეობის მუშა-მოსამსახურეთა ანსამბლს, აგრეთვე-ჯუმათისა და ჩონჩხათის საკოლმეურნეო მომღერალთა გუნდებს; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 125
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |