The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გვენეტაძე

დავით გვენეტაძე
Date of birth:15 November, 1926  (98 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დაბაძველი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

1951-1957წწ. მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში; 1957-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში - უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1961-1965წწ. მივლინებული იყო ეგვიპტის რესპუბლიკაში ასუანის მაღალი კაშხლის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1965-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" - სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972-1980წწ. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1981-1991წწ. სათავეში ედგა "მთავართბილმშენის" N2 სახლსაშენი კომბინატის სამმართველოს; მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი სანატორიუმების (ბიჭვინთასა და წყალტუბოში), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების (თბილისში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.138


Share: