The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ გვენეტაძე

ზურაბ გვენეტაძე
Date of birth:5 October, 1936  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზის მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში", "ენგურჰესის" მშენებლობაზე სამთო-ოსტატად; მუშაობდა კაშხლისათვის ენგურის წყლის შემოსავლები გვირაბის მშენებლობაზე; 1961-1971წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის მშენებლობის სამმართველოს უბნის უფროსად, სადერევაციო გვირაბის, დამუშავებული წყლის გადამყვანი გვირაბის წყლის შემოსასწორებელი შახტის მშენებლობაზე; 1971-1973წწ. მივლინებული იყო კუბის სახალხო რესპუბლიკაში მთავარ სპეციალისტდ, მთავარი ინჟინრის მრჩევლად; მის მიერ დამზადებული მცოცავი ყალიბის მეშვეობით კაშხლის სხეულში აიგო რკინაბეტონის 80,0 მ. სიმაღლის ნაგებობა-კოშკი; 1974-1977წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ჟინვალჰესის" მშენებლობის N2 და N3 შახტის უფროსად, სადაც მისი მონაწილეობით, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, დანერგილ იქნა, პირველად საქართველოში, საცდელი გვირაბგამყვანი ფარი პრესბეტონის ტექნოლოგიის საფუძველზე; 1977-1978წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს "გვირაბხიდმშენინდუსტრიის" კომბინატის უფროსის მოადგილე; 1978 წლიდან ამავე სამინისტროს გვირაბმშენი რაზმის უფროსი, ხოლო 1986-1992წწ. ზუგდიდის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი; 1992-2005წწ. მუშაობდა რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში, ქართულ-რუსული ერთობლივი სამშენებლო-სამონტაჟო საწარმო "კოლხა-ТДИ"-ს უფროსის მოადგილედ წარმოების დარგში; ეწეოდა მრავალპროფილიან სამშენებლო საქმიანობას; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.139

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Share: