შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გვილავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე; 1950 წლიდან მუშაობდა შავიზღვისპირა რკინიგზის მშენებლობაზე; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სოხუმის N7 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1965 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიარკავკასტრანსმშენის" განყოფილების უფროსად; მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა შავიზღვისპირა რკინიგზის "სოხუმი-ხოსტის" მონაკვეთი, "ზუგდიდი-ჯვარის", "კვეზანი-აკამარას", "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის ხაზები, ფოთის საზღვაო ვაგზალი, კოპიტნარის აეროპორტი, დასასვენებელი სახლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.140-141 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |