The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ თავბერიძე

ვახტანგ თავბერიძე
Date of birth:26 June, 1947
Date of death:18 October, 2022  (at 75 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1970 წელს; დაუსწრებლად დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1981 წელს.

სასაწავლებლის დამთავრების შემდეგ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში რიგით მატროსად დაიწყო ცურვა. 1972 წლიდან ცურავდა მადანმზიდ - "Нико Николадзе"-ზე ცურავდა. სწორედ ამ ბალკერზე, სახელგანთქმული კაპიტნის - რომან ახობაძის მეთაურობის ქვეშ გაიარა მან შტურმანობის ყველა საფეხური და 1983 წელს კაპიტანიც სწორედ ამ გემზე გახდა. მომდევნო წლებში ვ. თავბერიძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემების, მათ შორის სანაოსნოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ხომალდის - "Акаки Церетели"-ს ეკიპაჟს მეთაურობდა. გასული საუკუნის ბოლოდან კი იგი დროებით ნაპირს დაუბრუნდა, საქმიანობა ბათუმის ნავსადგურში, ჯერ პორტის კაპიტნის მოადგილედ, მოგვიანებით კი ნავთობტერმინალის უბნის უფროსად განაგრძო; 2001-2005 წლებში ზღვაში საქმიანობას ინგლისური სანაოსნო კომპანია - "Zodiac Maritime"-ს გემებზე განაგრძობს. 2005 წელს კი იგი საბოლოოდ უბრუნდება ნაპირს და დღემდე ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com; ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი: m.facebook.com


Share: