The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი კოროშინაძე

Date of birth:1900
Date of death:1947  (at 47 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი.

ბავშვობიდანვე დაჰყვა სიმღერისადმი სიყვარული; გურული სიმღერების ყველა ხმას ფლობდა, მაგრამ დამწყების ოსტატი იყო; 30 წლის ასაკში ჩამოვიდა თბილისში; მღეროდა რკინიგზის თვითმოქმედ ანსამბლში, რომელსაც ალექსანდრე მახარაძე ხელმძღვანელობდა; 1931 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული ანსამბლის (ხელმძღვანელი კირილე პაჭკორია) სოლისტი მომღერალი იყო; 1937 წელს მონაწილეობდა ხელოვნების პირველ დეკადაში მოსკოვსა და ლენინგრადში; პარალელურად ხელმძღვანელობდა რკინიგზელთა თვითმოქმედ ანსამბლს; ხშირად მართავდა კონცერტებს და მონაწილეობდა თვითმოქმედ ხელოვანთა ოლიმპიადებსა და დათვალიერებებში; მომღერალისა და ლოტბარის მიხეილ კოროშინაძის ძმა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 127



Share: