Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბელა ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1953 წელს. მუშაობა დაიწყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. აქ მას შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლუბა (კ. ტრენიევის "ლიუბოვ იაროვაია"), კატია (კ. სიმონოვის "ერთი სიყვარულის ისტორია"), გალია (მინკოსი "გვარს ნუ დავასახელებთ"), დედა (გ. პატარაიას "გრიბოედოვი"), ლილი (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), თეკლა (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ერემეევნა (ფონვიზინის "უმწიფარა"), ეთერი (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები") და სხვა; 1957-1959წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც განახორციელა შემდეგი როლები: ეფროსინე (დ. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), ეთერი (ვ. გაბესკირიას "გურიის მთები დაუთოვია"), ზენარა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ირინა, სარე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"); 1959-1987წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. შესრულებული როლები: იზაბელა (ვ. ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის"), დედა (ე. შვარცის "წითელქუდა"), კაწაწა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), დედა (გ. ჭიჭინაძის "ჯადოსნური ბურთი"), ვიოლა (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), მართა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ვირჯინია (მ. ჯაფარიძის "ის მაინც ბრუნავს"), ნატო (ო. თუმანიანის "გიქორი"), გორდელაძე (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს") ბაბალე (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), დარეჯან დედოფალი (ვ. იაქაშვილის "გიორგი მე-12") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.6 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |