შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1965 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: მარჯანიშვილის (1965-1966), ჭიათურის (1966-1967), რუსთავის (1968-1969, 1972-1973, 1975-1976) თეატრებში; 1976 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გოდერძი ("ჯარისკაცის მამა"), რეზო ("მაისის თვე"), ზაური ("ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"), გივი ("ჩემი მეგობარი ნოდარი"), კობერიძე ("მზვერავები"), გურგინი ("რუსტამის გმირობანი"), სურგულაძე ("როდესაც ადამიანი იცინის"), ზურა ("ფედია"), ვაჭარი ("შეცდომების კომედია"), ბარმენი ("ჩემპიონის ვაჟი"), მილიციის კაპიტანი ("ინკასატორის ჩანთა"), ხერგიანი ("წინაპართა მიწა"), ოთარი ("ეგრეც იქნება"), ოთარ ვაჩნაძე ("წიგნი ფიცისა"), მიხო ("რა გველის მომავალში"), გამომძიებელი ("მუქარა შუაღამისას"), სულხან ხაბა ("სულხან საბა ორბელიანი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.7; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |