The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ლაკერბაია

Date of birth:1898  (126 years)
Date of death:19??
Category:Singer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, სოხუმის რაიონი.

ძუკუ ლოლუას ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფეთაგანი; თორმეტი-ცამეტი წლის ყმაწვილი მოხუც მომღერალთა წრეში მოექცა, გატაცებით უსმენდა მათ მიერ შესრულებულ ხალხურ სიმღერებს; თექვსმეტი წლის იყო, როცა პირველად დაიწყო სასკოლო გუნდის ხელმძღვანელობა; დედისგან ნასწავლი საჩონგურო სიმღერებით აკეთილშობილებდა მოწაფეთა გუნდის რეპერტუარს; დაუფლებული იყო ყველა აფხაზურ საკრავს(განსაკუთრებით კი - აფხიარცას); ნიჭიერმა ხელოვანმა ადვილად აითვისა ნოტები და მრავალი სიმღერა ამგვარად დააფიქსირა; 1919 წელს გაიცნო დიდი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი და მისი უფროსი ძმა, ცნობილი დირიჟორი ივანე ფალიაშვილი; მათი რჩევით შეუდგა აფხაზური ხალხური სიმღერების უფრო ღრმად შესწავლას; შემდეგ არაერთგზის ყოფილა ფალიაშვილებთან თბილისში; მათ ივანე ლაკერბაიას შესრულებით მრავალი აფხაზური სიმღერა ჩაიწერეს; ფალიაშვილიებთან თანამშრომლობამ ახალგაზრდა ხელოვანს ხალხის სამსახურის უფრო ფართო სარბიელი შეუქმნა; ხალხური შემოქმედების სიყვარულმა პირველად აფხაზეთში ჩამოაყალიბებინა ხალხური შემოქმედების სახლი და 1936 წლიდან ხელმძღვანელი იყო; მან სამჯერ მოაწყო კომპლექსურ-ფოლკლორული ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანდრია ბალანჩივაძემ, გრიგოლ ჩხიკვაძემ, დიმიტრი შვედოვმა, მიხეილ ლაკერბაიამ; აფხაზურ ფოლკლორზე აგებული ორმოცდაათამდე სიმღერა შექმნა: "ანტიცა" საკუთარ ტექსტზე, "ჰიმნი პარტიას"(დიმიტრი გულიას ტექსტი), "აკვნის სიმღერა"(ბაგრატ შინკუბას ტექსტი), ასევე, "წერილი დედას", "ვუმღერ სამშობლოს" "გაზაფხული", "ჩემი სამშობლო", "ბალადა ჯარისკაცზე", "ყვავილი"; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 132

Awards and Honors

  • აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: